მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის სია ცნობილია. შორთლისტში ონლაინ ენციკლოპედიის, ვიკიპედიის კონტრიბუტორი მასწავლებელი, ჯაბა ლაბაძეც მოხვდა, რომელიც სურამის მე-2 სკოლაში ასწავლის. მისი საქმიანობის შესახებ “ნეტგაზეთმა” ვრცელი სტატია გმაოაქვეყნა.
5 საუკეთესო მასწავლებლის სია დღეს, 5 სექტემბერს გასაჯაროვდა და ასე გამოიყურება:
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მთლიანობაში 700-ზე მეტმა პედაგოგმა გააკეთა განაცხადი, თუმცა მეორე ეტაპზე მხოლოდ ათი საუკეთესო პედაგოგი შეირჩევა, მესამეზე კი, მხოლოდ 5 ფინალისტი.
გამარჯვებული, რომელიც 5 ოქტომბერს უნდა გამოვლინდეს, პრიზად 10 ათას ლარს მიიღებს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაარსდა. გამარჯვებული პედაგოგი მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით, ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი უნდა გამოირჩეოდეს კრეატიულობით, განსხვავებული, წარმატებული სწავლის მეთოდებით.
პედაგოგი, რომლის წყალობითაც სურამი ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია