ისანში ქვეითს ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, ისანში ქვეითს ავტომობილი შეეჯახა. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, ასაკოვანი მამაკაცი გზაზე ფეხით გადადიოდა, რა დროსაც შეჯახება მოხდა.

შსს-ს ცნობით, მამაკაცმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).