“ვუდსტოკი კავკასიაში” — ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მუსიკოსები მშვიდობისათვის

ქვემო ქართლის საზღვრისპირა სოფლებს ზაფხულობით ყოველდღიურ რუტინას პატარა, ენერგიული მუსიკალური ფესტივალი ურღვევს. One Caucasus — “ერთიანი კავკასია”  — ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც 2014 წლიდან თავს უყრის მუსიკოსებს, მშვიდობის ენთუზიასტებსა და ნებისმიერ სხვას საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ბოლნისიდან სამხრეთით, სომხეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით 15კმ-ს თუ გაივლით, სოფელ ფოლადაურში მოხვდებით. ფოლადაურის ცენტრში გზაგასაყარს რომ მიადგებით, მარცხნივ უნდა გაუხვიოთ. … ვრცლად “ვუდსტოკი კავკასიაში” — ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მუსიკოსები მშვიდობისათვის