სკოლებში გაზრდილია აგრესიული ფონი, გაპარვისა და გაკვეთილების ჩაშლის შემთხვევები- კომისია

დროებითი საგამოძიებო კომისიის ინფორმაციით, სკოლებში გაზრდილი აგრესიული ფონი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სკოლიდან გაპარვა და  გაკვეთილების ჩაშლის შემთხვევები. დღეს, 2 სექტემბერს ჩატარებული კომისიის სხდომა სკოლაში უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო.

საგამოძიბო კომისიის მიერ გასაჯაროებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, მომატებულია მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები.

კომისიის მიერ მანდატურის სამსახურიდან მიღებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა სკოლიდან გაპარვის რაოდენობა გაიზარდა.

კომისიის მიერ გასაჯაროებული სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლებში გაზრდილია გაკვეთილების ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობაც.

კომისიაში აცხადებენ, რომ ფაქტორები, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა გახდა, სისტემურ და მზარდ პრობლემას წარმოადგენს.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

ამავე დღეს საქმის გამოძიების და საქმის გამყალბებლების დასჯის მოთხოვნით დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები დაიწყო, რის შემდეგაც პარლამენტმა საგამოძიებო კომისია დაამტკიცა. კომისიაში უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობას აქვს.