სასამართლომ ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ცოლს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატიურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 15 ივლისს დაკავებულმა ცოლი სცემა. პოლიციამ ბრალდებული 20 ივლისს დააკავა. პროკურატურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) მიმდინარეობდა.