დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი აფეთქების შედეგად დაიღუპა

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, ზახარჩენკო დონეცკის ცენტრში, რესტორან “სეპარატისტთან” აფეთქების შედეგად დაიღუპა. დაშავდა 3 ადამიანი. რესტორანი, სადაც აფეთქება მოხდა, ზახარჩენკოს რეზიდენციასთან ახლოსაა.

სეპარატისტების მიერ შექმნილი დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკის ლეგიტიმაციას საქართველოს და მსოფლიოს სხვა ქევყნები არ აღიარებენ. მას მხოლოდ ცხინვალი “აღიარებს”. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ თავის მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. ზახარჩენკო სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო.

მთავარი ფოტო – ალექსანდრე ზახარჩენკო. ავტორი ალექსანდრე კრავჩენკო/TASS