ვითიბი ბანკის თასზე, საცხენოსნო ტურნირი გაიმართება

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის იპოდრომზე გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი – VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება- წინაღობათა გადალახვა.

ტურნირში მონაწილეობას იღებს ათი მხედარი: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიდან. ფინალური ეტაპი 2 სექტემბერს გაიმართება.

ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, შეჯიბრის მხარდამჭერები თბილსის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არიან.