უეფამ ლუკა მოდრიჩი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

დღეს, 30 აგვისტოს, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა წლის შემაჯამებელი ცერემონია გამართა. უეფამ სეზონის საუკეთსო ფეხბურთელად და ნახევარმცველად ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა ლიდერი, ლუკა მოდრიჩი დაასახელა.

ფეხბურთშის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვისა და თანასწორი თამაშის პრინციპის პოპულარიზაციისთვის უეფამ ასევე დააჯილდოვა დევიდ ბექემი და გურამ კაშია.

დაჯილდოების ცერემონიალზე ლეგენდარული ინგლისელ ფეხბურთელს პრიზი უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა გადასცა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ღონისძიებაზე ჩასვლა ვერ შეძლო, თუმცა დარბაზში მისი ვიდეომიმართვა უჩვენეს, სადაც გურამ კაშია ალექსანდრ ჩეფერინს და ყველა მის მხარდაჭერს მადლობას უხდის.

გურამ კაშია ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ თანასწორობის პრიზი მნიშვნელოვანია მისთვის, მისი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის. ქართველი ფეხბურთელი ასევე მოხარულია იმით, რომ უეფა თანასწორობის პრინციპებს დიდ ყურადღებას აქცევს.

უეფამ გურამ კაშიაზე ანიმაციაც მოამზადა, სადაც განმარტავს, თუ რატომ დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნული ჯილდო. ნეტგაზეთი გთავაზობთ ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის მიერ მომზადებულ ანიმაციას ქართული ტიტრებით: