ევროკავშირთან შეთანხმების ნაწილი შესაძლოა მის ძალაში შესვლამდე ამოქმედდეს

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივ მიზანს წარმოადგენს „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერა არაუგვიანეს 2014 წლის აგვისტოში.  ევროკავშირის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერისთვის აუცილებელია ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ხელმოწერისა და შეთანხმების დროებითი ამოქმედების თაობაზე. ევროკომისიის წინადადების მიხედვით, შეთანხმების სრულად ძალაში შესვლამდე ამოქმედდება შეთანხმების უდიდესი ნაწილი.  დროებითი გამოყენება შეეხება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის მუხლებს, ასევე, დარგობრივი თანამშრომლობის თავების უმრავლესობას და შეთანხმების რამდენიმე სხვა მუხლს.