ერევნის პოლიციის მოქმედებამ სომხეთში საზოგადოება აღაშფოთა. დღეს დილიდან ფეისბუკზე აქტიურად განიხილება სამართალდამცველთა მიერ უკრაინელი ქუჩის მუსიკოსის მიმართ ძალის გამოყენების ფაქტი.
მუსიკოსი პოლიციამ ერევნის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან მას შემდეგ გაიყვანა ძალის გამოყენებით, რაც “მუსიკით შეწუხებულმა” ადგილობრივმა მოსახლეობამ პოლიცია გამოიძახა.
დღეს საღამოსვე ქუჩის მუსიკოსებმა ერევანში მხარდამჭერი აქცია დაგეგმეს – ისინი ცენტრალურ ქუჩებში დაკვრას აპირებენ.