თბილისში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, შემთხვევის შედეგად ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა

ლუბლიანის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 27 აგვისტოს, საღამოს მოხდა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.