პრეზიდენტობის სურვილი ამ დრომდე 31-მა ადამიანმა გამოთქვა

საქართველოს პრეზიდენტობისთვის სურვილი 31-მა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა ამ დროისთვის ცესკოს ოფიციალურად მიმართა 30-მა სუბიექტმა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 სუბიექტის/საინიციატივო ჯგუფს კანდიდატის დაყენებაზე მოთხოვნა უკვე დაურეგისტრირა, ხოლო 16 სუბიექტის მოთხოვნას კვლავ განიხილავს.

ცესკოს ჯერჯერობით არ დაურეგისტრირებია ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი, კახა კუკავა და კიდევ რამდენიმე კანდიდატი. გრიგოლ ვაშაძის წარმდგენ ოპოზიციურ გაერთიანებას კი ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის კვლავაც არ მიუმართავს კანდიდატის წარდგენის მიზნით.

ნეტგაზეთი გთავაზობთ საარჩევნო სუბიექტების/საინიციატივო ჯგუფების ჩამონათვალს, რომელთაც ცესკოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენის მიზნით მიმართეს.

პრეზიდენტობის მსურველები – 2018
Infogram

ამავე თემაზე გირჩევთ

მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა