“არ ვიცი, გვარებს ვარჩევთ და შეგატყობინებთ” – ივანიშვილი ზურაბიშვილის შესაძლო მხარდაჭერაზე

“ჯერ არ ვიცი”, – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ტვ პირველის შეკითხვას, დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე.

“მოგვიანებით შეგატყობინებთ, გვარებს ვარჩევთ და შეგატყობინებთ”, – TV პირველის ცნობით განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში, სადაც ამაჟამად ისვენებს.