ბელგიაში “ედინაია რასიას” ლოგოტიპიან ყუთებში დაფასოებული 2 ტონა კოკაინი ამოიღეს

ბელგიელმა პოლიციელებმა ქალაქ გენტის პორტში ორი ტონა კოკაინი ამოიღეს, რომლებიც “ედინაია რასიას” ლოგოიან პაკტებში იყო დაფასოებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ტელეკომპანია “დოჟდი” ავრცელებს.

 

ფოტო – VRT

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნარკოტიკები ბელგიაში ბრაზილიიდან შევიდა.

“ედინაია რასია” რუსეთის მმართველი პარტიაა, რომლის ლიდერიც ვლადიმირ პუტინია.