სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში, სომხეთში მყოფმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ქვეყნის პრეზიდენტთან, არმენ სარგსიანთან, პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და მის ცოლთან ერთად ღამის ერევანი დაათვალიერა.
ერევნის ქუჩებში სეირნობის ამსახველი ფოტომასალა სომხეთის მთავრობის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა.
“ახლა ჩრდილოეთ პროსპექტზე ვართ”, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.
მერკელი სომხეთში საქართველოში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა, სადაც პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი მოინახულა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები გამართა.
სომხეთის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ბაქოში ჩავიდა.