პარლამენტმა საარჩევნო კოდექსი დაამტკიცა

 ცვლილებების მიხედვით ხდება საარჩევნო კოდექსის თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, რეგულირდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის – თვითმმართველ თემში – გამგებლის, თვითმმართველ ქალაქში – მერის არჩევნის წესი, კანდიდატების წარდგენასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. მათ ასარჩევად წესდება 50%-იანი საარჩევნო ბარიერი პირველ ტურში, იზრდება საკრებულოში პროპოციული წესით ასარჩევი წევრების რაოდენობა 15-მდე, ხოლო არსებული 5%-იანი ბარიერი მცირდება 4%-მდე. 

 

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინფორმირებისთვის მოხდება საარჩევნო უბნების ადაპტირება, ასევე, წინასაარჩევნო რეკლამა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები უზრუნველყოფილი იქნება სურდო-თარგმანით. 

 

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო ბლოკებს უწესდებათ ვალდებულება საარჩევნო სუბიექტებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15% გამოიყენოს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ეროვნულ მაუწყებლებს.

 

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საარჩევნო კოდექსს შესაძლოა კიდევ ორი პუნქტის დამატება დასჭირდეს. პირველი ვერიფიკაციას ეხება, ანუ რა შემთხვევაში შეიძლება ამომრჩეველს ბიულეტენი მისცენ:

 

“მეორე საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ არჩევნებში მონაწილეობისათვის შენობების ადაპტირების მიზნით ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში ცვლილების განხორციელება მხოლოდ აღნიშნული მიზნით უნდა იყოს შესაძლებელი.”

პარლამენტი
პარლამენტი