მიუწვდომელ პუნქტებში პირველადი დახმარების გასაწევად ადგილობრივებს გადაამზადებენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც რთულია კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროულად მიწოდება, სამინსიტრო ადგილობრივების გადამზადებას გეგმავს.

“იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც გეოგრაფიული მდებარეობის გამო რთულია ან ზოგჯერ შეუძლებელია, მალევე მიეწოდოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამავდროულად საჭიროა პირველსავე წუთებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რამდენიმე ადამიანს ამ ფორმატით, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში გადავამზადებთ, რათა ვიდრე კვალიფიციური სასწრაფო დახმარება მივა, პირველსავე წუთებში აღმოუჩინონ შესაბამისი სტაბილიზაცია.

ეს ა არ გამორიცხავს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. რომ პირველსავე წუთებში გაუწიონ სტაბილიზაცია,” – განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს, 22 აგვისტოს, გამართულ მთავრობის სხდომაზე. მისი კომენტარი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავიდა.