ღამის სერენადები ბათუმსა და თბილისში 26 აგვისტოდან დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ მეათედ გაიმართება.

წლევანდელ საიუბილეო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი სოლისტები და დირიჟორები:

26, 28 და 29 აგვისტოს კონცერტები გაიმართება ბათუმში, სასტუმრო “შერატონ ბათუმის” საკონცერტო დარბაზში, ხოლო 2 და 4 სექტემბერს- თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი – „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ ლიანა ისაკაძეა.

წელს ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობას, ლიანა ისაკაძესთან ერთად, მისი ძმისშვილი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე გაუწევს, რომელიც ქალაქ ინგოლშტადტში მუსიკალური სასწავლებლის და მიუნხენში, ცეკვისა და მუსიკის აკადემიის დამაარსებელი და ხელმძღვანელია.

წლების განმავლობაში, ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა მისი გეოგრაფიის გაფართოება განაპირობა, რის გამოც, 2015 წლიდან, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.