უშუქობის გამო გალერია თბილისი დღეს, 18:00 საათამდე შეზღუდულად იმუშავებს

დღეს, 21 აგვისტოს, გალერია თბილისი შეზღუდულად იმუშავებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე სავაჭრო ცენტრში ღია იქნება მხოლოდ H&M-ის მაღაზია და საკვები ზონის ნაწილი. სხვა ობიექტები ამ პერიოდში არ იმუშავებს. გალერია თბილისი სრულყოფილად ფუნქციონირებას გააგრძელებს 18:00 საათის შემდეგ.

შეზღუდვის მიზეზი, როგორც გალერიაში განმარტავენ, კრწანისის რაიონის ქვესადგურზე კომპანია თელასის მიერ დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები გახდა, რის გამოც სავაჭრო ცენტრს შეუწყდება ელექტროენერგია.

კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.