რა პრობლემები გამოიკვეთა საიას წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმდინარე საარჩევნო პერიოდში ტრადიციულად აკვირდება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებას. საიას განცხადებით, ამ შემთხვევაში გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა შესახებაც წლებია ორგანიზაცია საუბრობს.

2018 წლის 4 და 6 აგვისტოს ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში 73 დროებითი წევრი აირჩია. კონკურსში 173 პირი მონაწილეობდა. ამ პირებმა საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთში საოლქო საარჩევნო კომისიებში პროფესიული კომისიის წევრის მოვალეობა უნდა შეასრულონ. წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში საიამ არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა. აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩეული 73 პირიდან:

საიამ ასევე გადაამოწმა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის „ძალა ერთობაშია“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამ პროცესში ნეპოტიზმისა და მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირების შერჩევის შესახებ. საიას დამკვირვებლების მიერ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გამოიკვეთა სავარაუდო ნათესაური კავშირები და პოლიტიკური პარტიის აქტივისტობის/მხარდაჭერის შემთხვევები, კერძოდ:

საია წლებია აკვირდება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს და საუბრობს ამ პროცესის დროს გამოვლენილ ხარვეზებსა და მათი გადაჭრის გზებზე. კერძოდ:

როგორც საიაში აცხადებენ, ბუნდოვანია წევრების შერჩევის კრიტერიუმები და გადაწყვეტილების მიმღებ კომისიის წევრთა მოტივაცია:

“არ ხდება მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება. კანდიდატთა შერჩევის პროცედურა ყოველგვარი დისკუსიის, კომისიის წევრებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე წარიმართება. არ ხდება ახსნა იმისა, თუ რა საფუძვლით ეთქვა უარი კონკრეტულ კანდიდატს ან რატომ იყო „ა“ კანდიდატი უკეთესი „ბ“ კანდიდატთან შედარებით და რატომ სჯობდა „გ“ კანდიდატი „დ“ კანდიდატს.”

საიას განცხადებით, ასევე ვერ იქმნება ობიექტური წინაპირობები საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური, დამოუკიდებელი და მაღალი ეთიკის მქონე პირების შესარჩევად:

“არ ხდება პირის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინება და იმ უნარების გამოკვეთა გადაწყვეტილების მიღებისას, რაც კონკურსანტს სხვა კანდიდატებისგან გამოარჩევს. მაგალითად, საარჩევნო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული კონკურსის ჩატარებისას პირადი გასაუბრების აუცილებლობა კომისიის წევრობის კანდიდატებთან. ზემდგომი საარჩევნო კომისიები ცესკო/საოლქო კომისიების თითოეული კანდიდატის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილებას კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე იღებენ. გასაუბრების გარეშე, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მიღებული გადაწყვეტილებები ვერ უზრუნველყოფს კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრას, რაც კონკურსის მიზანს წარმოადგენს.”

როგორც საიაში აცხადებენ, წლებია მათი ორგანიზაციის დამკვირვებლები აფიქსირებენ ისეთ ფაქტებს, როდესაც ზემდგომი საარჩევნო კომისიები პროფესიული ნიშნით იმ პირებს ირჩევენ საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, რომლებიც წინა არჩევნებზე პარტიების მიერ იყვნენ წარდგენილნი საარჩევნო ადმინისტრაციაში:

“მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შინაარსის აკრძალვას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა არ იცნობს, ჩვენი მოსაზრებით, ამგვარი პრაქტიკა ეჭვის ქვეშ აყენებს პროფესიული ნიშნით, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი წევრებით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების არსს და უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც აპოლიტიკური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სანდო ადმინისტრაციული ორგანოს იმიჯზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტები არ წარმოადგენდა კანონის დარღვევას, მსგავსი ტენდენციის არსებობა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მიზანს – პროფესიული ნიშნით საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევისას საარჩევნო ადმინისტრაცია დააკომპლექტოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და აპოლიტიკური წევრებით.”

აღნიშნულიდან გამომდინარე, სიაში მიიჩნევენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია განხორციელდეს საარჩვნო ადმინისტრაციის რეფორმა:

“უნდა გადაიხედოს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი ყველა დონეზე. საარჩევნო ადმინისტრაციის ზემდგომი ორგანოები (ცესკო, ოლქი) მხოლოდ პროფესიული ნიშნით უნდა დაკომპლექტდეს აპოლიტიკური და დამოუკიდებელი წევრებით. ამასთან, უნდა შემცირდეს კომისიის წევრთა რაოდენობა და შემოღებულ უნდა იქნეს ორი დონის, განსხვავებული სირთულის ტესტირება საუბნო და ზემდგომი კომისიის წევრობის მსურველთათვის.”

რეფორმის განხორციელებამდე – იმისათვის, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე მოიხსნას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების კუთხით არსებული კითხვის ნიშნები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ:

2018 წლის 1 აგვისტოს ცესკომ 2018 წლის არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები განსაზღვრა. განსხვავებით 2017 წლის არჩევნებზე დამტკიცებული წესისგან, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილი აღარ არის, გასაუბრებისთვის მიიწვიოს საუბნო საარჩევნო კომისიის კონკურსის მონაწილე.

პროცესის მნიშვნელობიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ თითოეული კანდიდატის მიმართ მიღებული იყოს დასაბუთებული და ობიექტური გადაწყვეტილებები, საია მოუწოდებს ცესკოს:

საიას განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მონიტორინგს კვლავ აგრძელებენ და პროცესის დროს გამოვლენილი ხარვეზების შესახებ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.