თვენახევარში უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოვლინდა – სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 1 ივლისიდან დღემდე უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 4 ფაქტი ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, 3 ფაქტი – კახეთში, ხოლო 1 ფაქტი- იმერეთში.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გვაცნობებს, მოქალაქეები ნადირობისთვის აკრძალული იარაღებით (ე.წ “მანოკით” და ფარით) აკრძალულ დროს ნადირობდნენ.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 150 ლარის ოდენობით.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს იხსნება.

ნადირობისთვის აკრძალული იარაღები: ე.წ. მანოკი და ფარი

ნადირობისთვის აკრძალული იარაღები: ე.წ. მანოკი და ფარი