ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. რასმუსენმა განაცხადა, რომ დაძაბული სიტუაცია ყირიმში საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში.
“რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავისი სამხედრო მოქმედებები და მუქარები”, – განაცხადა რასმუსენმა ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს წარმომადგენლებთან კრიზისის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე.
“დღეს ჩვენ განვიხილავთ შედეგებს [რუსული სამხედრო ინტერვენციის] ევროპის უსაფრთხოებისთვის”, – დასძინა მან.