ქუთაისში ზებრაზე ქალს მანქანა დაეჯახა

ქვეითს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე. შემთხვევა დღეს, 14 აგვისტოს მოხდა.

როგორც თვითმხილველმა ნეტგაზეთს განუცხადა, ავტომობილის მძღოლი არ გაქცეულა. დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.