ქვემო ქართლის სკოლებში ჰიგიენური მდგომარეობა საგანგაშოა – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველმა სკოლების უსაფრთხო წყალთა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლებით უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, მათ მიერ მარნეულის, წალკის, გარდაბნისა და დმანისის მუნიციპალიტეტების რიგ სკოლებში 2018 წლის ივნისში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასკოლო გარემო და ინფრასტრუქტურული პირობები, ისევე როგორც, წყლის ხელმისაწვდომობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მხრივ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და გადაუდებელ მოწესრიგებას საჭიროებს, რაც შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. მონიტორინგის თანახმად:

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დროულად გატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება სკოლებში წყლის ხელმისაწვდომობის, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების, სასკოლო გარემოს კეთილმოწყობის, საპირფარეშოების რეაბილიტაციისა და გამართული ფუნქციონირების მიზნით, რათა მოსწავლეები და სკოლის პერსონალი უზრუნველყოფილი იყვნენ უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლებით.