ემზარ კვიციანი დაკავებულია

აეროპორტში ემზარ კვიციანის ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილი, თუმცა მათ კვიციანთან შეხვედრის საშუალება არ მიეცათ. ემზარ კვიციანი აეროპორტში დაკავების შემდეგ ცენტრალური გასასვლელიდან არ გაუყვანიათ.

 

როგორც კვიციანის ადვოკატი კობა კობახიძე აცხადებს, მას არ გადასცეს დაკავების ოქმი და მისთვის უცნობია, ოქმი გადასცეს თუ არა თავად ემზარ კვიციანს. მისივე ინფორმაციით, ემზარ კვიციანი გლდანის #8–ე დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაუდასტურებიათ.