ქუთაისში მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს. უწყებაში აცხადებენ, რომ კნუტი მდინარე რიონის ნაპირზე იყო ჩარჩენილი და ამოსვლას ვერ ახერხებდა. მაშველებმა კნუტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.