2018 წლის პირველ შვიდ თვეში ყველაზე მეტი შემოწირულობა “ევროპულმა საქართველომ” მიიღო

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, პარტიებს შორის შემოწირულობის სახით ყველაზე მეტი თანხა “ევროპულმა საქართველომ” მიიღო. პარტიამ იანვრიდან ივლისის ჩათვლით შემოწირულობის სახით 274 224 ლარი მიიღო.

შემოწირულობების რაოდენობით მეორე ადგილზეა “ახალი საქართველო”, რომელსაც 119 997 ლარი შესწირეს. “ქართულმა ოცნებამ” შემოწირულობის სახით 93 025 ლარი მიიღო, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კი – 69 173.

2018 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში “გირჩს” 35 289 ლარი შესწირეს. ყველაზე მცირე ოდენობის შემოწირულობა, 255 ლარი, ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში “რესპუბლიკურმა პარტიამ” მიიღო.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ჯამში, პოლიტიკურ პარტიებს 2018 წლის იანვარი-ივლისის მერიოდში 633 585 ლარი შესწირეს. შემოწირულობების რაოდენობა პარტიების მიხედვით სრულად ასე გამოიყურება: