ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.