მალთაყვის სანაპიროდან ახალგაზრდა კაცი გაუჩინარდა

ფოთში, მალთაყვის სანაპიროდან ახალგაზრდა კაცი გაუჩინარდა. მაშველები დამსვენებელს შავ ზღვაში ერთ საათზე მეტრია ეძებენ.

​ახალგაზრდა კაცის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მაშველებს ახალგაზრდა ქალმა მისცა, რომელიც ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ​ამ დროისათვის მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.

დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობასა და დამსვენებელს მოუწოდებს, რომ ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვანუსაფრთხოების წესები.

მალთაყვის სანაპირო, ფოთი