“გუშინ ერთ-ერთმა მასწავლებელმა დამირეკა, რომელიც მზად არის კვირაში 2 საათი დაუთმოს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და შეასწავლოს მათ მათემატიკა. გადავწყვიტეთ, რომ ისეთი ადამიანები მოგვეძებნა, რომელთაც მსგავსი სურვილები გააჩნიათ. პროექტი საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს, რომ დაეხმაროს და წვლილი შეიტანოს ბავშვების განთლებაში. მოხალისე მასწავლებელი იმუშავებენ საკუთარი შემოთავაზებული განრიგის მიხედვით,” -ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში მურთაზ თაკალანძე, საქველმოქმედო პროექტის ორგანიზატორი.


მსურველმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია. რეგისტრაცია, რომელიც გუშინ, 25 თებერვალს დაიწყო, 25 მარტს დასრულდება.


თაკალანძის განმარტებით, ამ დრომდე აპლიკაცია 20-ზე მეტმა პედაგოგმა შეავსო.


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *