ცხინვალში დე ფაქტო მთავრობის სახლი იწვის

ოსური მედიის ცნობით, ცხინვალში მთავრობის სახლი იწვის.

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა, შესაძლოა მიზეზი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობას უკავშირდებოდეს.

განახლება: ოსური მედიის ცნობით, ხანძარი ჩააქრეს, თუმცა, გამომწვევი მიზეზები კვლავ დასადგენია. რაც შეეხება ხანძრის მასშტაბებს, ოფიციალური ინფორმაციით, დაზიანდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ძველი შენობა და მიგრაციის სამსახურის კაბინეტი.