თუ არ მოისვენებენ, ვინც დეკანოზს იცავენ, თავადაც გაეხვევიან შარში – ქორეპისკოპოსი იაკობი

ქორეპისკოპოსი იაკობის თქმით, თუ ის ადამიანები, ვინც დეკანოზ გიორგი მამალაძე იცავენ არ “მოისვენებენ”, “თავადაც გაეხვევიან შარში”. ეს განცხადება ქორეპისკოპოსმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ სამების ტაძარში გააკეთა.

ქორეპისკოპოსი ფიქრობს, რომ დაკავებულ მამალაძეს დეკანოზის წოდება უნდა ჩამოერთვას და ამაზე საპატრიარქოში იმსჯელებენ:

“რა თქმა უნდა, უნდა ჩამოერთვას დეკანოზის წოდება. თუ არ მოისვენებენ ზოგიერთები ვინც იცავენ, [დეკანოზო გიორგი მამალაძეს] თვითონაც გაეხვევიან შარში” – უთხრა ჟურნალისტებს ქორეპოსკოპოსმა იაკობმა. 

ე.წ. ციანიდის საქმე – ყველა საიხლე

ეკლესიაში რომ ვფიქრობდეთ მამალაძე უდანაშაულოა, აქამდე გამოვიყვანდით – მეუფე იაკობი