ეკლესიაში რომ ვფიქრობდეთ მამალაძე უდანაშაულოა, აქამდე გამოვიყვანდით – მეუფე იაკობი

ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებით, ეკლესიაში რომ ფიქრობდნენ, დეკანოზი გიორგი მამალაძე უდანაშაულოა, მას აქამდე ციხიდან თავად გამოიყვანდნენ.

ეს განცხადება ქორეპისკოპოსმა დღეს, 2 აგვისტოს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ სამების ტაძარში გააკეთა. მან დაკავებულ დეკანოზს მატყუარა უწოდა და განაცხადა, რომ საპატიმროში მის მოსანახულებლად შესვლად არ აპირებს:

ეკლესიას რომ გვჯეროდეს, რომ [დეკანოზი გიორგი მამალაძე] უდანაშულოა, ჩვენ გამოვიყვანდით აქამდე. მატყუარა ადამიანია, რა უნდა ვთქვა. ვინც მას ვიცნობთ და ვინც ვიცით რას აკეთებდა, ჩვენ არ შევალთ [მის მოსანახულებლად]” – ამბობს ქორეპისკოპოსი ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, დეკანოზი რომ დანმნაშავეა ამას ილია II-ც ფიქრობს.

ე.წ. ციანიდის საქმე – ყველა საიხლე