ელმარ ბროკი: ევროკავშირი უკრაინას 20 მილიარდით დაეხმარება

 

 

 “ჩემი აზრით, მაგიდაზე 20 მილიარდი ევრო იდება რეფორმების ჩატარებისათვის. ეს დახმარება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ დეფოლტის თავიდან ასაცილებლად”, – განაცხადა ბროკმა.

 

მისი თქმით, უკრაინის მოსახლეობას არ უნდა ეშინოდეს, რომ პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ქვეყანა დეფოლტის პირისპირ მარტო დარჩება.