პირველადი ინფორმაციით, 4 სამხედრო ცივი იარაღითაა დაჭრილი – თავდაცვის სამინისტრო

“ნეტგაზეთს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ დღეს 1 აგვისტოს, საღამოს, კოჯრის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად დაზარალებული 4 სამხედრო პირველად ინფორმაციით ცივი იარაღითაა დაჭრილი. უწყებაში აცხადებენ, რომ დაზარალებულები კლინიკებში არიან გადაყვანილნი, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. სამინისტროს განცხადებით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ჩხუბი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის მოხდა. … ვრცლად პირველადი ინფორმაციით, 4 სამხედრო ცივი იარაღითაა დაჭრილი – თავდაცვის სამინისტრო