რატომ არ მიიღო უზენაესმა სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში

საქართველოს უზენაესი სასამართლო, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საჩივარი განსახილველად დაუშვებლად სცნო აცხადებს, რომ საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე კანონიერია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებული პირის ბრალეულობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია თუ:

[checklist]

უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დეკანოზის საქმე ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა და ის წარმოებაში არ მიიღო.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცუალაია უზნეაესი საამარტლოს მა გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დავას მხარე სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს:

“უზენაესმა სასამართლომ 5 თვიანი ფიქრის შემდგომ გადაწყვიტა წარმოებაში არ მიეღო ე.წ. ციანიდის საქმე, დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმე! მოკლედ იმ ხარისხის დამოუკიდებლობა და გამბედაობაც არ აღმოაჩნდა უზენაეს სასამართლოს, უბრალოდ წარმოებაში–განხილვაში მიეღო საქმე და ჩვენთვის მოესმინა.  ამ გადაწყვეტილებით დეკანოზ გიორგი მამალაძეს კი არა, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი ამ ე.წ “მართლმსაჯულებამ”” – აცხადებს მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატი.

უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო – ადვოკატი