გერმანიიდან საქართველოს 57 მოქალაქე გამოაძევეს

გერმანიიდან საქართველოს 57 მოქალაქე გამოაძევეს. სპეციალური რეისი დუსელდორფიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 1  აგვისტოს დაეშვა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში რეადმისისს შესახებ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში დააბრუნეს, იმის საფუძველზე, რომ ისინი გერმანიის ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის პირობებს არღვევდნენ.