იულია ტიმოშენკო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პარასკევს, 21 თებერვალს უკრაინის რადამ შესწორება შეიტანა უკრაინის  სისხლის სამართლის კოდექსში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მე-19 მუხლის ეროვნულ კანონმდებლობასთან იმპლემენტაციას უკავშირდება.  

 

22 თებერვალს კი პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან ათავისუფლებს ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს. პარლამენტმა ასევე აღადგინა უკრაინის 2004 წლის კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც უკრაინაში საპარლამენტო-საპრეზიდენტო მმართველობა იქნება. შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს პრეზიდენტის ხელმოწერა არ ჭირდება.