იტალიაში საქართველოს მოქალაქე კაცი ქალის მუშტით ცემისთვის დააკავეს

იტალიელმა პოლიციელებმა საქართველოს მოქალაქე 31 წლის კაცი ქალის ცემის ბრალდებით დააკვეს.

იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ ქალაქ კარპიში ყოფილ მეგობარ ქალს სახეში მუშტი დაარტყა. შემთხვევა დააფიქსირეს სასტუმროს ვიდეოკამერებმა, სადაც მსხვერპლი მუშაობს. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ვიდეომტკიცებულებები.

იტალიელმა სამართალდამცავებმა დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს.