ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო

26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის ფინალში არგენტინელი სპორტსმენი დაამარცხა და ტურნირში გამარჯვება მოიპოვა.

ბასილაშვილმა პირველი სეტი მოიგო, მეორე სეტი კი არგენტინელის უპირატესობით დასრულდა. საბოლოო ჯამში, მეტოქის დამარცხება ნიკოლოზ ბასილაშვილმა მესამე სეტში მოახერხა და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

(?@TennisTV ) pic.twitter.com/JzRBcYx4Qa

— doublefault28 (@doublefault28) July 29, 2018