დღეს, კანცელარიასთან ხაიშელების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს, 27 ივლისს 18:30 საათზე მთავრობის კანცელარიასთან ხაიშელების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქცია, სახელწოდებით “სოლიდარობა სვანეთს, არა სპეცნაზურ ძალადობრივ ჰესომანიას”, სამოქალაქო აქტივისტის, ლაშა ჩხარტიშვილის ორგანიზებით იმართება.

მესტიის რაიონ სოფელ ხაიშში საპროტესტო აქცია 26 ივლისს ღამით დასრულდა. როგორც ნეტგაზეთს ადგილობრივმა გარი ჩხვიმიანმა უთხრა, ამ დროისთვის სიტუაცია დასტაბილურდა. მისივე თქმით, ადგილობრივები 10 დღის ვადაში მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ელოდებიან. სწორედ ეს არის ის დაპირება, რომელიც რამდენიმესაათიანი შეხვედრის შედეგად ხელისუფლებამ მოსახლეობას  მისცა. ამ დროისთვის ხაიშში გზა გახსნილია, ხოლო, როგორც  სოზარ სუბარმა განაცხადა, სპეცრაზმი ტერიტორიას ტოვებს.