ხაიშში მოსახლეობის საპროტესტო აქცია დასრულდა, ადგილობრივები მთავრობას ელოდებიან

ხაიშში მოსახლეობის საპროტესტო აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ნეტგაზეთს ადგილობრივმა გარი ჩხვიმიანმა უთხრა, ამ დროისთვის სიტუაცია დასტაბილურდა.

მისივე თქმით, ადგილობრივები 10 დღის ვადაში მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ელოდებიან. სწორედ ეს არის ის დაპირება, რომელიც რამდენიმესაათიანი შეხვედრის შედეგად ხელისუფლებამ მოსახლეობას  მისცა.

ამ დროისთვის ხაიშში გზა გახსნილია, ხოლო, როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, სპეცრაზმი ტერიტორიას ტოვებს.