მარსზე თხევადი წყლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნები იპოვეს – BBC

BBC-ის ინფორმაციით, მარსზე თხევადი წყლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნები იპოვეს. მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს ტბის ნაწილია, რომელიც წითელი პლანეტის სამხრეთ ნაწილის სიღრმეში მდებარეობდა და მისი სიგანე დაახლოებით 20 კმ იყო.

წინა კვლევისას მეცნიერებმა მარსის ზედაპირზე წყლის ნაკადის წყვეტილი სავარაუდო ნიშნები აღმოაჩინეს. მაგრამ აღნიშნული აღმოჩენით წითელ პლანეტაზე პირველად აღმოჩნდა მუდმივი წყლის ნიშნები.

პლანეტაზე ეს აღმოჩენა Express orbiter-ის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.

Until now evidence from the #Mars Express radar experiment MARSIS, the first radar sounder ever to orbit another planet, remained inconclusive. A new operating mode generating higher-quality data was needed to seek out better evidence for buried #waterpic.twitter.com/DMeGeMNeTX

— ESA Science (@esascience) July 25, 2018

BBC-ის ინფორმაციით, მარსზე კლიმატის ცვლილებისა და თხელი ატმოსფეროს გამო პლანეტაზე არსებული წყალი გაიყინა.

იტალიელი მეცნიერის რობერტო ორსერის თქმით, მარსზე აღმოჩენილი ტბა სავარაუდოდ დიდი არ უნდა ყოფილიყო. ამ ეტაპზე მეცნიერებს არ შეუძლიათ ტბის ზუსტი სიღრმის დადგენა, თუმცა მკვლევრების გუნდი, რომელმაც თხევადი წყლის ნიშნები იპოვა, ირწმუნება, რომ ტბის მინიმალური სიღრმე ერთი მეტრი იყო.