დატბორილი ქუჩები და სახლები ქვემო ქართლში

ძლიერმა წვიმამ ქვემო ქართლი დააზარალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ნალექის შედეგად, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. “წინასწარი ინფორმაციით, ხევის ადიდების შედეგად, დატბორილია 10 საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზო”. რუსთავი – წყლის ძლიერი ნაკადის გამო დაიტბორა რამდენიმე ქუჩა ​ადგილზე მუშაობას განაგრძობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.