ილია მეორემ შეუძლოდ ყოფნის გამო წირვის ჩატარება ვერ შეძლო

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა შეუძლოდ ყოფნის გამო სამებაში წირვის ჩატარება ვერ შეძლო.

ილია მეორის ექიმმა ცისანა შარტავამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მიზეზი წნევის დაქვეითებაა. მისი თქმით, ილია მეორეს მკურნალობა არ დასჭირვებია, ის ამჟამად საპატრიარქოში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.