ხარაგაულში დევების ბაშო გაიმართა

სუმოს პოპულარიზაციისთვის დღეს, 21 ივლისს ხარაგაულში პირველი ბაშო გაიმართა, რომელსაც დევების ბაშო ეწოდება.

საქართველოში პირველს ბაშოს მხარი დაუჭირა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი). იგი იანვრის ბაშოს (იმპერატორის თასის) გამარჯვებულია.იმპერატორის თასის ფლობა სუმოში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. საქართველოში სუმოს პოპულარობის ზრდა სწორედ მის გამარჯვებას და სახელს უკავშირდება.

ტოჩინოშინმა იაპონიიდან დევების ბაშოს მონაწილეებს წარმატება უსურვა.