იგოეთთან ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დღეს 21 ივლისს, იგოეთთან მიკროავტობუსი ტრაილერს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, ტრაილერიც და ავტობუსიც ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ, როდესაც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მიკროავტობუსი უკნიდან დაეჯახა ტრაილერს. მიკროავტობუსი სამგზავრო არ იყო. შემთხვევის შედეგად დაიღუპა მიკროავტობუსის ერთი მგზავრი, ხოლო მძღოლი დაშავდა. იგი კასპის საავადმყოფოში უგონოდ გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.