საწვავზე ფასების ზრდას გმირთა მოედანზე მასშტაბური საცობით გააპროტესტებენ

30 ივლისს თბილისში, გმირთა მოედანზე, ასობით მძღოლი ავტომობილს გააჩერებს და საწვავზე ფასების ზრდას გააპროტესტებს. ფეისბუკის ჯგუფს უკვე 3000 ადამიანი შეუერთდა. როგორც სოციალურ ქსელში დაგეგმილი ღონისძიებიდან ირკვევა, მძღოლებს ქვეითებიც შეუერთდებიან.

მასშტაბური საპროტესტო აქცია ორგანიზების პროცესშია. შესაბამისად, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რომელ საათზე გააჩერებენ ავყომობილებს მძღოლები გმირთა მოედანზე. ამ ეტაპზე მხოლოდ თარიღი და პროტესტის შინაარსია ცნობილი.

“მოგეხსენებათ, რომ საწვავის ფასი არარეალურ ნიშნულამდე ავიდა – 2.62 ლარი ღირს. აქციზის ღირებულება დღეს 500 ლარია, მანამდე იყო 250 ლარი. საწვავის ფასის ზრდა იწვევს სხვა პროდუქტების გაძვირებასაც. შესაბამისად, უნდა შევცვალოთ ეს განუკითხაობა. ამ სახის აქციით მოვითხოვოთ აქციზის ფასის შეცვლას.

ვინაიდან ეს ჯგუფი გაკეთდა, თუმცა ორგანიზებაზე რატომღაც პასუხისმგებლობა არ აიღეს ჯგუფის ადმინებმა, ჩვენ გავუკეთოთ ორგანიზება საპროტესტო აქციას; მოვაბათ თავი. ვისაც რაიმე იდეები გაქვთ, დააკომენტარეთ ღონისძიების ივენთზე. თარიღი და დრო უმრავლესობის გადაწყვეტილებით ავარჩიეთ.

ვისაც ავტომობილი არ გყავთ, ისე შეგიძლიათ მოხვიდეთ და გააპროტესტოთ ფასების ზრდა…” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

გმირთა მოედანი. სქრინი: Robbie RG