ახალი ამბები

ანონსი – 13 თებერვალი

12 თებერვალი, 2014 •
ანონსი – 13 თებერვალი

10:00-  მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

10:00- ბათუმში, სასტუმრო “Sheraton palace Batumi”-ში გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო შარაშიძე საერთაშორისო კონფერენციას გახსნის. თემა: “კლიმატის დაცვის მიზნით ქალაქების დაწყვილება.”

10:30 –  სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” იუსტიციის სამინისტროსა და ფონდ “ღია საზოგადოება- საქართველოს” ინიციატივით ინფორმაციის თავისუფლების რეფორმის შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართება. 

10:50 -“რეპორტიორის” პრესკლუბში “ედპ”-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ბრიფინგს გამართავს. 
თემა: თბილისის ბიუჯეტი, რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების მოსალოდნელი შეხვედრა, თვითმმართველობის არჩევნები.

11:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია საკრებულოში განვითარებული მოვლენების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.

11:00 -“პირველის” პრესკლუბში პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის შედეგები. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

11:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

11:30 –  “პირველის” პრესკლუბში””ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ლევან ვეფხვაძე პრესკონფერენციას გამართავს. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

11:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში პარტია “თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული კულუარული ინფორმაცია.

 

12:00- ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიის წარმომადგენლებს ცესკოში მიმდინარე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების პროცესს გააცნობს.
მის: აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ.

12:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ბრიფინგს გამართავს. თემა: საკრებულო-მერიის საკითხი. 

12:00 –  “პირველის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკონომიკური განვითარების ცენტრის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრესკონფერენციას გამართავს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

12:00-  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: დედაქალაქის ბიუჯეტი.

12:30 – “პირველის” პრესკლუბში საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძე პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: ჩავარდნილი ბიუჯეტი. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

12:30-  “რეპორტიორის” პრესკლუბში პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, სოჭის ოლიმპიადა, ყოფილი პრეზიდენტის სასახლის სახელმწიფო საჭიროება.

13:00 – სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” პროექტის ფარგლებში პრესკონფერენციას გამართავს.

13:00 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ფრიდონ საყვარელიძე ბრიფინგს გამართავს. 
თემა: უნიკალური პროგრამა ქართული ენის გადასარჩენად.

13:00 – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის (ENPARD) კომუნიკაციების ხელმძღვანელი აკაკი გოგიჩაიშვილი სართიჭალის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.

13:00-  კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბის ამოქმედებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის: მ. კოსტავას I შესახვევი, 33 (“ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ), “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სათავო ოფისი, მე-3 სართული 

13:30 – რადიო “იმედის” პრესკლუბში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე მოვლენები. მის: ლუბლიანას ქ. #5, IV პავილიონი; საკონტაქტო პირი ნინო მეუნარგია – 577440705 

13:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში იურისტი, ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი ბრიფინგს გამართავს. 

14:00-  “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ბრიფინგს გამართავს. 

14:00 – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში მეფე გიორგი XII-ს კუთვნილი კარაბადინის ცენტრისთვის გადაცემის ცერემონია გაიმართება.
მის: ალექსიძის ქ. #1/3; საკონტაქტო პირი თამარ კაკუბავა – 577 200 703

14:00 – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ქუთაისის N#1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრას გამართავენ.

14:00 – სასტუმრო “რედისონში” გაიმართება კონფერენცია, რომელზეც საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებბეზე და ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე იმსჯელებენ. 

14:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ნინო ანანიაშვილი, რეზო ჭეიშვილი, ჯანლუკა მარჩიანო, ლელა მჭედლიძე და ზურა ლომიძე პრესკონფერენციას გამართავენ და ოპერის თანამშრომლების ბრალდებებს უპასუხებენ.

14:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში ადვოკატი ვასიკო მამულაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, მარინა მიქაუტაძე, პროფესორი მერაბ გეგია ბრიფინგს გამართავენ. 
თემა: თეატრალურ უნივერსიტეტში ფინანსური აუდიტის მოთხოვნა, რექტორის არჩევნები – მიმართვა პრემიერ-მინისტრს.

16:00 -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული სასწავლებლების დაფუძნების შესახებ პრეზენტაცია გაიმართება. მის: უზნაძის ქ. #52

17:00 -სასტუმრო “თბილისი მერიოტში” მთავრობა ადამიანის უფლებათა საკითხებში ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას წარადგენს
საკონტაქტო პირები: ანა გოჩაშვილი -599 999908; სოფო ჭიჭინაძე – 599 196907

მასალების გადაბეჭდვის წესი