ილონ მასკი ბოდიშს უხდის მყვინთავს, რომელსაც პედოფილი უწოდა

Space X-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი ტაილანდელი ბავშვების გადარჩენის ოპერაციაში მონაწილე ბრიტანელ მყვინთავს ბოდიშს უხდის. საქმე ეხება ტვიტერის პოსტს, რომელშიც მასკმა 63 წლის ვერნონ ანსვორფს პედოფილი უწოდა. როგორც BBC წერს, მასკი ამბობს, რომ აღნიშნული “გაბრაზებულ გულზე” განაცხადა.

ილონ მასკი მყინთავს ტვიტერზე იმის შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ამ უკანასკნელმა მასკის მიერ ბავშვების დახმარების მოტივით შექმნილი მინიწყალქვეშა ხომალდი გააკრიტიკა და მას “სასაცილო” უწოდა.

“მას [ილონ მასკს] წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორი ფორმისაა მღვიმე. ხომალდი პირველ რამდენიმე მეტრშიც ვერ გავიდოდა. ეს მისი მორიგი პიარ ხრიკია”- განაცხადა მყვინთავმა, რამაც მასკის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

Billionaire tech entrepreneur Elon Musk sent a “kid-size submarine” to help the 12 boys trapped in the Thai cave. Vern Unsworth, who was involved in the rescue operation, rejected the idea completely. https://t.co/BLdRUYjEE7 pic.twitter.com/95o1X5snBb

— CNN (@CNN) July 15, 2018

ინტერვიუდან მალევე ტვიტერის ანგარიშზე მასკმა დაწერა, რომ ვიდეოს გაავრცელებდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მისი გამოგონება ბავშვებამდე წარმატებით მიაღწევდა. მასკმა თავის პოსტში პირდაპირ მიმართა ანსვორფს  – “მაპატიე, პედოფილო (pedo guy), ეს შენ თვითონ მოითხოვე”.

მასკის ამ განცხადების შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მიუთითეს მილიარდერს, რომ 63 წლის მყვინთავი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ტაილანდელი ბიჭების გადარჩენის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რაზეც მასკმა უპასუხა: “ავტოგრაფიან დოლარზე დაგენიძლავები, რომ ეს სიმართლეა”. ორივე პოსტი მასკმა შემდგომ წაშალა.

რაც შეეხება ვერნონ ანსვორფს, მან განაცხადა, რომ აღნიშნულმა სიტუაციამ საზოგადოებას  კარგად დაანახა მასკის სახე და მყინთავი მას სასამართლოში უჩივის.

სამდღიანი სამაშველო ოპერაცია ტაილანდში 10 ივნისს დასრულდა. მაშველებმა მღვიმიდან თორმეტივე ბავშვისა და მათი მწვრთნელის გამოყვანა უვნებლად შეძლეს. ვრცლად ტაილანდის მღვიმის ოპერაციის შესახებ შეგიძლიათ წაიკთხოთ აქ.